რუსული კანონი

იონათამიშვილი: ვეტოს დავძლევთ, პოლარიზაციაც დასრულდება, შანტაჟსაც არ დავექვემდებარებით

ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო…

საზოგადოება მინდა დავამშვიდო, ვეტოს დავძლევთ და პირიქით, პოლარიზაციაც დასრულდება, არც არეულობა იქნება და შანტაჟსაც არ დავექვემდებარებით არასდროს, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი საუბარი კობახიძემ კონტექსტიდან ამოგლიჯა. ვარჰეი ამბობს, რომ მან სლოვაკეთის თავდასსხმა მაგალითად მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს სიტუაცია ევროპაშიც კი, პოლარიზაციის პირობებში.

კომენტარები