რუსული კანონი

Politico: სენატორები შაჰინი და რიში სანქციების "ქართველი ხალხის აქტს" წარადგენენ

Politico-ს ინფორმაციით, სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ს სენატში ორპარტიულ "ქართველი ხალხის აქტს" 23 მაისს წარადგენენ. გავრცელებული ცნობებით, პროექტი მოიცავს სანქციებს წამყვანი ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ევროპისკენ მიმავალი გზის საფრთხის ქვეშ დაყენებაზე არიან პასუხისმგებელნი

Politico-ს ცნობით, "ქართველი ხალხის აქტის" წარდგენა უკავშირდება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ვეტოს დაძლევის მოახლოებულ თარიღს. შაჰინის და რიშის ორპარტიული კანონპროექტი მოიცავს სანქციებს მოგზაურობაზე ქართველი პოლიტიკოსებისთვის. 

კომენტარები