რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: განადგურებულია რუსული მოიერიშე თვითმფრინავი CУ-25

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, განადგურებულია СУ-25-ის ტიპის რუსული მოიერიშე თვითმფრინავი.

"პოკროვის მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25. მტერი ტექნიკითა და შემტევი ჯგუფებით ცდილობს ჩვენი სამხედრო პოზიციების შესუსტებას. სიტუაცია დაძაბული რჩება". – წერია გენშტაბის შეჯამებაში.

ბოლო პერიოდში ეს რიგით მე-2 СУ-25 ტიპის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა. 14 მაისს მოიერიშე თვითმფრინავი დონეცკში ჩამოაგდეს.

პოკროვის გარდა რუსული სამხედრო შენაერთები გააქტიურებულია ხარკოვისა და კურახოვის მიმართულებითაც. 

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 121 საბრძოლო შეტაკება მოხდა . 

კომენტარები