რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: განადგურებულია რუსული მოიერიშე თვითმფრინავი CУ-25 და 18 დრონი

Moscow Times

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 13 მაისს 110-ე ბრიგადის მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25.

"ოკუპანტისთვის არ უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი უკრაინულ მიწაზე და ცაში. მადლობა დონეცკის ოლქში ჩამოგდებული СУ-25-ისთვის, რომელიც 110-ე მოტორიზებული ბრიგადის ბიჭებმა ჩამოაგდეს. ყოჩაღ, ბიჭებო"! – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოიერიშე თვითმფრინავის განადგურებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გარდა ამისა, 14 მაისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები