რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგია რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

https://www.rte.ie/

ხუთშაბათს, 23 მაისს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, კიდევ უფრო შეზღუდავს რუსი ტურისტების მიმოსვლას ქვეყანაში. რუსეთის მოქალაქეებისთვის დაიბლოკება ქვეყანაში შესასვლელი თითქმის ყველა გზა.

"შემოსვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება უკავშირდება ნორვეგიის მხრიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომის საპასუხოდ". - თქვა იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ემილი ენგერ მეჰლმა.

ნორვეგიის საზღვრის კვეთის უფლებას არ მისცემენ რუსეთის არცერთ მოქალაქეს, ვისაც ქვეყანაში შესვლა ტურისტული ან სამოგზაურო მიზნით ენდომება. გამონაკლისს დაუშვებენ მათთვის ვისი ოჯახის ახლო წევრები ნორვეგიაში ცხოვრობენ, ან ქვეყანაში სასწავლო და სამუშაო მიზნით შედიან.

ახალი სასაზღვრო პოლიტიკა ძალაში 29 მაისს შევა. ნორვეგიამ რუსეთის ტურისტულ ვიზებზე გარკვეული შეზღუდვები პირველად ჯერ კიდევ 2022 წელს დააწესა. სკანდინავიური ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრია, რუსეთთან 200-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს.

იმის მიუხედავად, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის მაინც მჭიდროდ თანამშრომლობს ბლოკთან, რომელმაც უკვე მიიღო მსგავსი ზომები რუსეთის მოქალაქეების მიმართ 2022 წლის თებერვალში მოსკოვის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

კომენტარები