ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლოიდ ოსტინი: აშშ-ს და ისრაელს ჰამასის განადგურების საერთო ინტერესი აქვთ

Miriam Alster/Flash90

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდა. პენტაგონის ცნობით, ოსტინმა შეხვედრისას დაადასტურა, რომ აშშ-ს და ისრაელს ჰამასის განადგურების საერთო ინტერესი აქვთ

როგორც ცნობილია, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ღაზაში ჰუმანიტარული და სამხედრო ოპერაციების კოორდინაციის ეფექტური მექანიზმი შემუშავდეს. ამერიკული მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ისრაელისადმი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოსტინმა მოუწოდა ისრაელს ხელი შეუწყონ ღაზის სექტორში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას. 

"მათ ისაუბრეს, თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰამასის დარჩენილი ბრიგადები სამოქალაქო ზიანის მინიმიზებასთან ერთად" - წერია პენტაგონის განცხადებაში. 

კომენტარები