რუსეთი

რუსეთში გენშტაბის მეთაურის მოადგილე, გენერალი ვადიმ შამარინი დააკავეს

ვადიმ შამარინი
Baza

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, კავშირგაბმულობის მართვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი დააკავეს.

შამარინს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი. მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიების ცნობით შამარინის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგებზე დაყრდნობით რუსი ოფიცერი სამხედრო საგამოძიებო განყოფილებაშია გადაყვანილი. 

ცოტა ხნით ადრე დააკავეს 58-ე არმიის ყოფილი მეთაური გენერალი ივან პოპოვი, მას თაღლითობაში ედება ბრალი.

გარდა ამისა, სერგეი შოიგუს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ შეიცვალა მისი მთავარი მოადგილე, უწყება დატოვა ასევე პრესსპიკერმა. 

14 მაისს შოიგუსთან დაახლოებული კიდევ ერთი პირი, კადრების სამმართველოს მეთაური იური კუზნეცოვი დააკავეს.  

კომენტარები