რუსული კანონი

ბლინკენი ქართული ოცნების რუსულ კანონზე: მოველი, რომ ზომებს მივიღებთ

Karim Jaafar/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენს საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სახელმძღვანელოდან გადმოტანილი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ, სავარაუდოდ, საპასუხო ზომებს მიიღებს.

ამას გარდა, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის უარყოფით გავლენებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე ევროკავშირშიც განიხილავენ. მან მოლოდინი, რომ მომავალში საპასუხო ნაბიჯებს ვიხილავთ.

"ძალიან გვაშფოთებს უცხოელ აგენტთა კანონი, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ [კანონპროექტი], სამწუხაროდ, პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა და მგონია, რომ ის ცხადად ეწინააღმდეგება ქართველების უდიდესი უმრავლესობის სურვილს, მიიწევდნენ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის პასუხად და მოველი, რომ ზომებს მივიღებთ. ევროკავშირი განიხილავს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე [კანონის] გავლენას. ამიტომაც, ველი, რომ მომავალში სიახლეები იქნება, ამ კანონის შესაძლო შედეგების გამო." - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამართული განხილვის დროს.

 

კომენტარები