არჩევნები 2024

ყურუა: იმთავითვე არ მხიბლავს ერთიანი სიის იდეა და მაინცდამაინც ორი პოლუსის დატოვება

პირველ რიგში, ჩემთვის არჩევნები არჩევანთან ასოცირდება და ზოგადად, რაც უფრო მეტია ასარჩევი, რაც უფრო მეტი არჩევანის თავისუფლება გაქვს, მით უფრო კარგი მგონია და იმთავითვე არ მხიბლავს ერთიანი სიის იდეა და მაინცდამაინც ორი პოლუსის დატოვება...

ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ კონფიგურაციას, რომელშიც დარწმუნებული ვიქნებით, რომ ქართული ოცნების დამარცხების უფრო დიდი შანსია.  ზურას სჯერა, რომ ამაშია ახლა ქართული ოცნების დამარცხების შანსი, მათ შორის, არამხოლოდ ერთიანი სიით, არამედ, ზოგადად ჩვენი რესურსების კონსოლიდაციით. შეიძლება, ეს ასე არ იყოს, პროცესია, შევხედოთ და ვნახოთ.

მე ზოგადად,  ნაკლებად გამოსვლადიც მგონია, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რიტორიკიდან გამომდინარე, რომ ყველა რაღაცნაირად ერთ სიაში გაერთიანდეს. 

შეიძლება, ეს მოხდეს ნაციონალური მოძრაობის გარეშე, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისზეც არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ და შესაბამისად, მათი ხმები დაიკარგება და ბიძინა ივანიშვილთან მივა.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ბორის (ჩელე) ყურუა TV პირველის ეთერში, ერთიან საარჩევნო სიაზე.

კომენტარები