რუსული კანონი

კალაძე: თუ იქნება მეგობრობა და არა მტრობა, გამჭვირვალობის კანონიც აღარ იქნება საჭირო

მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუკი აშშ გადადგამს ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან შესვლა მოუწევთ, რამდენიმე დღე და კვირების განმავლობაში ციხეებში გატარება, არამედ, როგორც აქვთ განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობები. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც არ დადგება დღის წესრიგში. 

თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ დამოკიდებულებას და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, და მტრობაა ის, როცა დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა ის, როცა დასავლეთი აგრძელებს აქციების დაფინანსებას, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები. საქართველო რომ საიმედო პარტნიორია, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით. 

[...] თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი, ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა გააკეთა თავისი გასაკეთებელი, სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთოს თავისი გასაკეთებელი. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე

კომენტარები