ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: რაც ხდება, გენოციდი არაა, ნეთანიაჰუს დაკავების მოთხოვნა აღმაშფოთებელია

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთის დაკავების ორდერის მოთხოვნას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განოეხმაურა და გააკრიტიკა.

ბაიდენმა საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში "რაც ხდება, გენოციდი არაა".

"ICC-ის პროკურორის აპლიკაცია ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერთან დაკავშირებით აღმაშფოთებელია." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

სავარაუდოდ, პროკურორი კარიმ ხანის გადაწყვეტილება გაართულებს აშშ-ს მცდელობებს, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვაროს.

ბაიდენმა გააკრიტიკა ის ფაქტიც, რომ ICC-ის პროკურორმა ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს გაუთანაბრა.

"მოდით, ცხადად ვიტყვი: რასაც არ უნდა გულისხმობდეს პროკურორი, არ არსებობს არანაირი სითანაბრე ისრაელსა და ჰამასს შორის. უსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით მუდამ ისრაელის გვერდზე ვიდგებით" - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

აქამდე პროკურორი კარიმ ხანის გადაწყვეტილება დაგმო სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც და ფაქტს "სამარცხვინო" უწოდა.

პროკურორის გადაწყვეტილების ამოქმედდებას მოსამართლეების დასტური სჭირდება.

კომენტარები