რუსული კანონი

დავითაშვილი: ოპონენტების დეზინფორმაცია მიმართული იყო ინვესტორების განწყობის შეცვლისკენ

არახალია, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ შეტევა მიიტანონ ყველაფერზე. ამ შემთხვევაში, ეს არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის. მათ შორის, როცა ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია იგივე ინვესტორების განწყობის შეცვლისკენ, რომელიც, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე აისახება ეკონომიკურ პროცესებზე. ზუსტად ამასთან გვქონდა საქმე მთელი წინა კვირის განმავლობაში.

ჩვენ მოვისმინეთ არაერთი გამონათქვამი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მოსახლეობისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდებები, რომ როგორმე ეკონომიკა დაეზიანებინათ და ევნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ზუსტად ეს იყო, ჩვენ ვხედავდით, რომ საერთაშორისო მედიის მეშვეობით ხდებოდა ცალსახა დეზინფორმაცია და მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში და კანონის პროცესი აისახებოდა უარყოფითად ეკონომიკაზე.

რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს და ეს პროცესები აისახება, მათ შორის ბირჟების ფასებზე.

მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ფუნდამენტური მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს რამე ობიექტური საფუძველი, ეს პროცესები ყოველთვის არის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა... 

...ჩვენი საბანკო სისტემა, საფინანსო სისტემა მდგრადია ფინანსური ინსტიტუტები, მოსახლეობასაც აქვს თავისი გამოცდილება და მოსახლეობა ასე მარტივად მანიპულირებადი არ არის, დავინახავთ, რომ როგორც სავალუტო კურსი იქნება სტაბილური, ისე საფინანსო სისტემა შეინარჩუნებს მდგრადობას.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული კომპანიების აქციების ფასის დაცემაზე.

კომენტარები