შრი-ლანკა რუსეთში მაღალი რანგის დელეგაციას გაგზავნის, რათა ასობით მოქალაქის ბედი გამოიძიოს, რომლებიც, გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან. აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა შრი-ლანკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმა Whatsapp-ის მეშვეობით რუსეთმა სოციალური მედიის კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ტარგეტირებდნენ.
შრი-ლანკაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფინანსური კრიზისის შემდგომი პერიოდის ფონზე, აღნიშნული კამპანია ბევრი მოქალაქისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "მთავარი გამოწვევა რუსეთში მყოფი მყოფი ინდივიდების ზუსტი რიცხვის დადგენაში მდგომარეობს. არაოფიციალური წყაროების მიხედვით, რუსეთში დაახლოებით 600-800 შრი-ლანკელი ინდივიდია".
გავრცელებული ინფორმაციით, შრი-ლანკის ხელისუფლებაში 288 საჩივარი შევიდა იმ ოჯახის წევრებისგან, საიდანაც რუსეთში საომრად პირები წავიდნენ, ხოლო სამინისტროს თქმით, უკრაინაში ამ დროისთვის, სულ მცირე, 16 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.





