რუსული კანონი

გრიგორიადისი: გვირტყამდნენ, გვაგინებდნენ და თან გვიღებდნენ

სრულიად მოულოდნელად დამაკავეს. იქ კიდევ ბევრი ადამიანი დაიჭირეს და საერთოდ ვერ მივხვდით, რატომ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და თან გვიღებდნენ.

ჩემს მეგობართან ერთად პარლამენტის წინ ვიდექი, რა დროსაც ადამიანების განურჩევლად დაჭერა დაიწყეს. მათ ვეხმარებოდი, რომ არ წაეყვანათ და იმ მომენტში უსაფუძვლოდ მეც შემითრიეს [...] მითხრეს, კიდევ შენ ხარო? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ. 

ლაზარე გრიგორიადისმა დღეს, 16 მაისს წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. ლაზარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მეორედ, 14 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

კომენტარები