რუსული კანონი

ვარჰეი: ხელისუფლებას ისევ აქვს შანსი, ამ საკანონმდებლო ინიციატივას გადახედოს

მთავრობის ადმინისტრაცია

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი წერს, რომ ქართულ ოცნებას რუსული კანონის გადაფასებისა და გადახედვის შესაძლებლობა კვლავ აქვს. 

"ხელისუფლებას ისევ აქვს შანსი, ამ საკანონმდებლო ინიციატივას გადახედოს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მათ არჩევანთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ". - წერს ვარჰეი

მანამდე, ვარჰეიმ და საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი წერილი გაავრცელეს.

განცხადებაში ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ გასულ კვირაში მომხდარი დაშინებებისა და ძალადობის შემთხვევები. როგორც ბორელი და ვარჰეი აღნიშნავენ, კანონის მიღებას ნეგატიური გავლენა აქვს ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლაზე, წინსვლის გაგრძელების არჩევანი კი საქართველოს ხელშია.

კომენტარები