რუსული კანონი

ლარი დოლართან 4.67 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.72 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი დოლართან 4.67 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 5.72 თეთრით. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9577 ლარი.

ჯამში, რუსული კანონის მესამე მოსმენის შემდეგ ანუ 24 საათში, ლარი დოლართან 5.29 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 6.85 თეთრით.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.85 ლარია, ხოლო ევროსი - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 3.06 ლარად.

გარდა ამისა, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.

ამ დროის მონაცემებით, 17:00 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 13.56%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 11.55%-ითაა შემცირებული. დღის განმავლობაში ვარდნა კიდევ უფრო მაღალი იყო.

კომენტარები