რუსული კანონი

ჯაფარიძე: შოკიც არ აღწერს ბოლომდე, რა განცდით გამოვიდნენ მინისტრები ოცნებასთან შეხვედრიდან

თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ კვირაში, ორშაბათიდან მოყოლებული, ჩამოსული არიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, თავისთავად აჩვენებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი იმ მოცემულობას, რომელიც ამ ქვეყანაში არის შექმნილი ამ კანონის გამო. ეს ხომ შეუძლებელია დამთხვევა ყოფილიყო, რომ ამ კვირაში ჩამოვიდა ეს ხალხი აქ. 

ჩვენთან შეხვედრაზე მოვიდნენ პაპუაშვილთან შეხვედრიდან. მე არც ვიცი რა სიტყვა არის, რომელმაც ზუსტად შეიძლება გადმოსცეს ის ემოცია, თუ განცდა, რაც ამ ხალხს აქვს ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ. შოკი შეიძლება ყველაზე ახლოს იყოს, მაგრამ შოკიც ვერ აღწერს ბოლომდე, რა განცდებით გამოვიდნენ ამ შეხვედრიდან. 

ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. [...] წარმოდგენები აქვთ ძალიან ზუსტი, ბევრად უფრო დაცლილი არიან ილუზიებისგან, ვიდრე ერთი წლის წინ ან ორი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა რაიმე იმედი, რომ ქართულ ოცნებასთან შეიძლება რამეზე ითანამშრომლო. დანარჩენი, ვნახავთ რა ნაბიჯებს გადადგამენ, ყველა ვიხილავთ. 

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები