რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს. გუშინ სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როცა უცხო ქვეყნების პარლამენტის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარეებმა ანტისამთავრობო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ეს უცხოური გავლენების ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო.
გუშინ ვნახეთ, რომ უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ამით უცხოური გავლენის ცუდი მხარის მთელი წრე შეიკრა.





