აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ლექცია, თუ რა უნდა გააკეთოს ხალხმა. არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნები სწორედ ამისთვის არის. და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი სურთ, რომ მათ ჰქონდეთ. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც თქვენი რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენი ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია. ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა საშიშროების ქვეშ დააყენა. სად ვიყოთ - თავისუფლებისაკენ, თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ - ეს არის ახლა თქვენი არჩევანი.
დღეს აქ ვიმყოფები ვინაიდან, ესტონეთს ისტორიულად და დღესაც საქართველო ადარდებს. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის ისტორიულად და თქვენ ეს იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას. ყველაფერ იმას, რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები. ეს კანონი არის სიმბოლო – სიმბოლო არჩევანისა ევროკავშირსა და რუსეთს შორის.
ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან. ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს პასუხი ექნება. ევროინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობაზე და თუ თქვენ გაატარებთ რიგ რეფორმებს, რომლებიც თანხვედრაშია ღირებულებებთან, თქვენ ამის შესაბამის შედეგებსაც მიიღებთ.
თუ უკუსვლით წახვალთ, თქვენ რიგ შანსებს დაკარგავთ და ამ მიმართულებებით ადამიანების უფლებების დარღვევისა და ზეწოლის შემთხვევაში სანქციები იქნება დაწესებული. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ადგილი ევროკავშირშია. ეს არის პრინციპული არჩევანი და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის. ჩვენ თქვენთან ვართ ამ გზაზე





