რუსული კანონი

პრეზიდენტი: ჩემი ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს

მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთერთი ფორმა.

ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო, დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

რუსულმა რეჟიმმა 14 მაისს რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. პარტნიორებთან შეხვედრების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში, "შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები".

კომენტარები