რუსული კანონი

ლაზარე გრიგორიადისს ფიზიკურად რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა - ადვოკატი

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ტელეკომპანია მთავარი-ს ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ფიზიკურად რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა - ეს ფაქტი მათ გრიგორიადისის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა. 

მთავარი-ს ცნობით, გრიგორიადისი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. 

"ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული". - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა მთავართან.   

კომენტარები