რუსული კანონი

ნორვეგია: ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა გაუქმდეს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას განცხადებით ემსახურება და წერს, რომ "ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს".

"ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად "უცხოელი აგენტების კანონის" მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მისი ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს". - წერია განცხადებაში.

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები