ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
"გაბედული ქალბატონი, რომელიც იბრძვის საქართველოს ნათელი მომავლისთვის ევროპის შუა გულში. მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მასპინძლობისთვისა და შთამაგონებელი საუბრისთვის თბილისში, ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. დარჩით ძლიერები და იყავით ფრთხილად!". - წერს მიხაილ როთი X-ზე.
აქამდე, როთმა დაწერა, რომ საქართველოს მთავრობამ მათთან საუბარზე უარი თქვა.
"საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, ქართული ოცნების სათავო ოფისში შეგვხვდა". - წერდა მიხაილ როთი.
შეგახსენებთ, რომ როთი საქართველოში 13-დან 15 მაისამდე იმყოფება.





