ესპანეთი

კატალონიის არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა

 REUTERS/Nacho Doce

კატალონიის რეგიონულ არჩევნებში ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნებზე გამოჩნდა, რომ შემცირებულია კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების რეიტინგი. 2017 წლის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა 49% მიიღეს, ხოლო წელს 42%. 

კატალონიის სოციალისტური პარტიის ლიდერია ესპანეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილა. კატალონიის რეგიონული არჩევნების კამპანიის პერიოდში, კატალონიის ესპანეთთან ურთიერთობის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია. წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი საკითხები იყო რეგიონში გვალვის და საბინაო გამოწვევები. 

არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა პარტიამ ერთად კატალონიისთვის, რომელიც რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრეა. 

კომენტარები