რუსული კანონი

მდინარაძე ამტკიცებს, რომ 100 000 მოწამის ხიდთან 20 000 კაცი არ ეტევა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ 100 000 მოწამის ხიდთან 20 000 კაცი არ ეტევა.

"რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში, რომ მოგინდეს, რომ გაბერო რაოდენობა ადამიანებისა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ. მაგრამ, რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ 6 3-ზე გაამრავლო, ხომ, არათუ ჭყლეტვა. მიახლოებით, არ ვიცი, 12-14-17, ამას ზუსტად ასე ვერ დათვლი, მაგრამ 20 000 ადამიანი ვერაფრით ვერ იქნება, იმ სიმჭიდროვის და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც არის" - თქვა მდინარაძემ სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

კომენტარები