რუსული კანონი

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ, ძალადობის შესახებ ინფორმაცია დროულად იქნას გამოძიებული

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, 2024 წლის 15 აპრილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ელჩი რობინ დანიგანი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეხვდა (TI). 

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მათი "ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და გამჭვირვალობა საქართველოს საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად". 

საელჩო მოუწოდებს, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული. 

"მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები