რუსული კანონი

ლექსმანი: მეტი რაა საჭირო, რომ ივანიშვილი ქართული დემოკრატიის დანგრევისთვის დაასანქციროთ

ძვირფასო ჯოზეფ ბორელო და შარლ მიშელ, სხვა მეტი რა არის საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გამო საბოლოოდ დაასანქციროთ, ევროკავშირის დაფინანსება გაუყინოთ და [ევროკავშირში] მიღებაზე მოლაპარაკებების გახსნა შეწყვიტოთ? ახლა ქართული დემოკრატიის გადარჩენისა და მის [საქართველოს] ხალხთან დგომის დროა.

წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე, რითაც ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც იგი ამბობს, რომ ქართული ოცნება იმ პირების "მონაცემთა ბაზას" შექმნის, რომლებიც "ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".

კომენტარები