რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას, ჯგუფ დაიტოვე-ში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია ავრცელებს.
"ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.
სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე". - წერია პოსტში
ტვ პირველი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ღვინიანიძეს რამდენიმე პირი