რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება უკრაინის უფლებაა – კამერონი

დევიდ კამერონი კიევში, 2024 წლის 2 მაისი.  
REUTERS/Thomas Peter/Pool

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, რომ ლონდონის მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად გამოიყენონ.

"უკრაინას აქვს ეს უფლება. როგორც რუსეთს მიაქვს იერიშები უკრაინაში, მარტივად მიხვდებით, რატომ სჭირდება უკრაინას დარწმუნება, რომ თავს დაიცავენ". – თქვა კამერონმა მედიასააგენტო Reuters-თან საუბარში ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით.

კამერონი პირობას დებს, რომ უკრაინისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარება, რაც 3.74 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. მისი თქმით, ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება.

"ჩვენ მათ ყოველწლიურად გადავცემთ 3 მილიარდ ფუნტს სანამ საჭირო იქნება. აღჭურვილობის გადაცემის მხრივ, ჩვენი თავი მართლაც ამოვწურეთ... [აღჭურვილობის] ნაწილი უკრაინაში სწორედ დღეს ჩამოვა, სანამ მე აქ ვარ" – თქვა კამერონმა Reuters-თან, როცა ის კიევში იმყოფებოდა.

კამერონი, რომელიც 2010-2016 წლებში ბრიტანეთის პრემიერის პოსტს იკავებდა და ახალ მაღალ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მეორე ვიზიტია.

კომენტარები