გუშინ მათ შორის გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. ეს იატაკქვეშა ფულის ხარჯვა, რაც ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ - ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები. მათ შორის, გამომსვლელებიც იყვნენ - ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მაიკლ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ ეს კანონპროექტი მათაც ეხება, მათ გამჭვირვალობასაც ეხება და პარადოქსია ხომ? ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და დაფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც ხარჯავდნენ აქამდე. ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე - დროაზე, მაგალითად. იხარჯდება რადიკალურ ჯგუფებზე - სირცხვილიაზე, მაგალითად. იხარჯება მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზებაზე.
tbl.ge/6rla
დაკოპირდა
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 22 აპრილს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ბრიფინგზე თქვა, რომ "ვხედავთ ქართულ საზოგადოებაზე კონტროლის დაწესების მცდელობას".
ამავე თემაზე
- ჩვენ თქვენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს – NED-ის თავმჯდომარის მიმართვა ქართველ ხალხს
- კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – 6 მაისს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება
- რუსეთის მარიონეტები უნდა დასანქცირდნენ – კრამერისა და კელის სტატია
- ზახაროვა თბილისის აქციებზე: ზოგმა მათგანმა თავს რუსეთის სიმბოლიკაზე დაცინვის უფლება მისცა
- გამყრელიძე რუსულ კანონზე: მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ