რუსული კანონი

აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან მსვლელობას სანაპიროსკენ აგრძელებენ

ფოტო: ტაბულა

რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან მსვლელობით ჯერ ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, ახლა კი მსვლელობას სანაპიროსკენ აგრძელებენ.

თავდაპირველად, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან "ქალების მარში" გაიმართა. მარშის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ, მოგვიანებით - 19:00 საათზე კი მათ სტუდენტები შეუერთდნენ.

მეორე დღეა, სტუდენტები თვითორგანიზებითა და სპონტანურად პარლამენტთან იკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მიდიან. გუშინ, 19 აპრილს, აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს, რომ არასდროს შეურიგდებიან ძალას, რომელიც მტრისთვის - რუსეთისთვის დათმობას ცდილობს.

კომენტარები