TikTok

ყირგიზეთში TIKTOK დაიბლოკა

TikTok
Euronews

სოციალური პლატფორმა TikTok ყირგიზეთში ოფიციალურად დაიბლოკა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს:

"რეგულაციისა და თვალყურის სამსახურმა კავშირგაბმულობის ოპერატორებს აღნიშნული პლატფორმის შეზღუდვის თხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება მიღებულია "ბავშვთა ჯანმრთელობის, ფიზიკური, ინტელექტუალური, სულიერი და მორალური განვითარების" კანონის საფუძველზე". 

ციფრული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, პლატფორმა "სრულიად უცენზუროა" და გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების შედეგები, რომლებიც ბავშვების ფსიქიკაზე TikTok-ის ნეგატიურ გავლენებს ეძღვნება.

გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად შეხვდა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც პლატფორმას რეკლამისთვის იყენებდა, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც მიიჩნევენ რომ რეგულაცია სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვას ემსახურება.

კომენტარები