ჩეჩნეთი

კადიროვის მტკიცებით, მისი თანაშემწის, ქვედანაყოფი ახმატის მეთაურის მკვლელობა სცადეს

აპტი ალაუდინოვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მტკიცებით, მისი თანაშემწის, სპეცდანიშნულების რაზმი ახმატის მეთაურის, აპტი ალაუდინოვის მკვლელობა სცადეს. 

კადიროვის თქმით, ალაუდინოვმა საწამლავის შემცველი წერილი 8 თებერვალს მიიღო. კადიროვი წერს, რომ მისი თანაშემწის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ახლა მკურნალობას მოსკოვის კლინიკაში გადის. 

კადიროვმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მისი მტკიცებით, შედეგები უკვე აქვთ.

უცნობია თუ რა სახის მოწამვლაზეა საუბარი. ამას გარდა, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი წყაროებით ალაუდინოვის მოწამვლის დადასტურება შეუძლებელია.

ალაუდინოვის კადიროველთა რაზმი უკრაინაში იბრძვის. ამ რაზმის მეთაურობის გარდა ის თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სახალხო მილიციის არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილეცაა.

კომენტარები