ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს. ამჟამად, ამის ლეგალური საფუძველი არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მთავრობა მომავალ არჩევნებს მასობრივად გააყალბებს, რაც თავის მხრივ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.
tbl.ge/6rer
დაკოპირდა

წერს X-ზე გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.
საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებას ეხმაურება პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე და სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტით "ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები".
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




