ანტისემიტიზმი

ევროპულ ახალგაზრდულ ფორუმზე ებრაელ სტუდენტებს თავს დაესხნენ

AP Photo/Jean-Francois Badias

ევროპარლამენტში ჩატარებულ ღონისძიებაზე - ევროპულ ახალგაზრდულ ფორუმზე ებრაელ სტუდენტებს თავს დაესხნენ. ებრაელი სტუდენტების ევროპულმა გაერთიანებამ დაგმო აღნიშნული თავდასხმა

როგორც ცნობილია, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე რამდენიმე მონაწილემ დაიწყო სკანდირება - "თავისუფლება პალესტინას". აქტივისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ითხოვდნენ და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტების გამოსვლას აუდიტორიის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მათ შორის მოდერატორებმა და ევროპული ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზატორებმა. 

ებრაელი სტუდენტების ევროპული გაერთიანების ცნობით, ღონისძიების მონაწილეები ებრაელ ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფაშისტ სიონისტებს უწოდებდნენ. 

"სივრცეში, სადაც ყველამ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი, ებრაელი სტუდენტები, კიდევ ერთხელ, საფრთხის ქვეშ არიან" - ნათქვამია ებრაელი სტუდენტების ევროპული გაერთიანების განცხადებაში.

კომენტარები