ანტისემიტიზმი

ამსტერდამში ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინურმა ჯგუფებმა დააზიანეს

Stijn Nijssen on X 

9 ივლისს ამსტერდამში რივიერენბურტის პარკში, ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინურმა ჯგუფებმა დააზიანეს. აქტივისტებმა ანა ფრანკის ძეგლზე წითელი საღებავით "ღაზა" დაწერეს

ანა ფრანკის მემორიალური ძეგლის დაზიანება გააკრიტიკეს ჰოლანდიელმა პოლიტიკოსებმა. ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემამ თვითმხილველებს მოუწოდა, დაეხმარონ პოლიციას ვანდალების ამოცნობაში და მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებაში. 

ამსტერდამის გამგებელმა სტეინ ნეინსენმა X-ზე დაწერა, რომ პალესტინის საკითხისკენ ყურადღების მიპყრობა ჰოლოკოსტის მემორიალის დაზიანებით სამარცხვინოა. 

კომენტარები