რუსული კანონი

დარჩიაშვილი: გვინდა, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალე იყოს

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და უზარმაზარი გამოწვევები აქვს. ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ გამოწვევები დავძლიოთ, არის ის, რომ გამჭვირვალობაზე  უნდა ვისაუბროთ.

ტრანსფარენტულობა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ წარმატებული ევროპული ქვეყანა ვიყოთ და ჩვენ გვინდა, რომ  ჩვენს ქვეყანაში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, ყველა და ყველაფერი იყოს ტრანსფარენტული, დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ერთ-ერთი ღირებულება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი და კომპონენტია ევროკავშირის შიგნით, ცალსახად საქართველოშიც იყოს გამოყენებული.

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები