რუსული კანონი

კობახიძე: ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების საჯაროობა ცუდად აისახება NGO-ების საქმიანობაზე

მე უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს. 

ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია, ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობოების მხრიდან. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე, თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის და შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს არის ფინანსების ყოველწლიურის გასაჯაროება ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედია ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.

გამომდინარე აქედან მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შესაბამისი დისკუსია თუ წარიმართება, რაც პირველ წელს ამ კანონის განხილვისას არ მომხდარა, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია.

ასე პასუხობს [მაესტროს სინქრონული თარგმანი] საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დასმულ კითხვას რუსული კანონის შესახებ, ჟურნალისტმა იკითხა, თუ როგორ ახსნის პრემიერი ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებული პოზიციის დაკავებას. 

შოლცის მტკიცებით ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონი,  და დიდი იმედი აქვს, რომ ამ კანონს საქართველო არ მიიღებს. 

კომენტარები