რუსული კანონი

დუმბაძე რუსულ კანონზე: პარიზში გაოგნებულები არიან, რა არის ამაში მიუღებელიო – არც მე მესმის

ახლა ვიმყოფები პარიზში, წიგნის ფესტივალზე... არის ქვეყანა, რომელშიც ყოველი წლის ბოლოს დეკლარაციას არ ავსებს და თვის შემოსავლებს არ წარუდგენს საზოგადოებას? არ არსებობს ასეთი რამ. ესენი გაოგნებულები არიან, კი მაგრამ რა არისო ამაში [კანონი გამჭვირვალობის შესახებ] მიუღებელი - მეც არ მესმის. როდესაც დეპუტატი ვიყავი ყოველ წელს დეკლარაციას ვავსებდი. თუ ახლა, მწერალთა სახლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც იქნება დეკლარაციის შევსების საჭიროება, უნდა შევავსო...

მე არა ვარ პატარა გოგო, მე ვიცი ცენზურა რა არის... დღეს ცენზურა არ არსებობს. მართალია, სადაც არ არის თვისუფლება, არ არის კულტურა - დღეს საქართველოში კულტურა არის და ყოველთვის იქნება.

თქვა მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა, ქეთევან დუმბაძემ TV იმედის ეთერში რუსულ კანონსა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვების საპასუხოდ. პრეზიდენტმა თქვა, რომ "არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება და საქართველო".

კომენტარები