ახალი რუსული კანონი

ვინ იქნება "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიაში

დღეს, 10 აპრილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ მეორე რუსული კანონის - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის საყოველთაო სახალახო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დასახელდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დაასახელა ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი;

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე;

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი;

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილე დავით მათიკაშვილი

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარი

პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეების თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი

პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთვის წევრი შალვა კერესელიძე;

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.

ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

კომენტარები