რუსული კანონი

კალაძე შესაძლო სანქციებზე: შანტაჟი და მუქარაა

კითხვა გვიჩნდება, ჩვენი ქვეყანა დასანქცირებული რატომ უნდა იყოს - ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა [...] ამდენი ხანია, ვისმენ და ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე, თუ რას უშლის ხელს გამჭვირვალობა, აღნიშნული კანონი. ერთადერთი, რასაც ვისმენ, შეფასება არის, რომ ის რუსულია. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა, არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინე, ეს კანონპროექტი პრობლემა რატოა.

კონკრეტული ევროპარლამენტარები რომ გამოდიან და რაღაც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან - მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი მალული იყოს. იმიტომ, რომ ის დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები რევოლუციასა და პოლარიზაციის გაღრმავებას აფინანსებენ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

გუშინ, 8 აპრილს აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით

კომენტარები