რუსული კანონი

ხაინდრავა პრეზიდენტს: მადამ სალომე, რა არის ამ კანონში რუსული?

ახლაც გავალებენ და შეასრულებთ! ოღონდ იცოდეთ, რომ აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა, რატომ არის საქართველოს საზოგადოებისთვის აკრძალული იმის ცოდნა, რაც ფრანგული საზოგადოებისთვის და ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობისთვის სასარგებლო და აუცილებელია!

რატომ უნდა იყოს ქართველი ხალხი მოკლებული უფლებას, იცოდეს, ვინ, რა მიზნებით და რა რაოდენობით ხარჯავს ფულს საქართველოში და რამდენად ემსახურება ეს თანხები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს! თუ ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ვინც თქვენ დარად ევროპაში, "დასავლური ღირებულებებით“ გარშემორტყმული დაიბადა?! იქნებ, იოტისოდენა თავმოყვარეობა შეინარჩუნოთ და არგუმენტებით განმარტოთ, რატომ უწოდებთ კანონს რუსულს? [...]

[...] დაჟინებით გთხოვთ – იქნებ ჩვენთვის გასაგები ქართული ენით, არგუმენტებით აგვიხსნათ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, რადგან ფრანგული ბევრმა არ ვიცით…

მადამ სალომე, რა არის ამ კანონში რუსული?!

ქართული ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. მის წერილს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები