ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ოსტინი: აშშ-ს არ უნახავს მტკიცებულება, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი
Ting Shen/Bloomberg

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 9 აპრილს უარყო, რომ ღაზის სექტორში ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის და განაცხადა, რომ აშშ-ს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ უნახავს.

ამის შესახებ ოსტინმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში ისაუბრა, სადაც მას დემონსტრანტებმა ჩვენება რამდენჯერმე გააწყვეტინეს.

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს ჩადის". - ამბობს ოსტინი.

სენატში სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მხარი დაუჭირა ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიცემას, რომელიც ამ დროისთვის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უთანხმოების გამოა ბლოკირებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ისრაელი, უკრაინასა და აშშ-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად, აშშ-სგან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.

ამასთანავე, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მნიშვნელობას.

"მე ნამდვილად მჯერა... რომ თუკი მათ [ისრაელს] სურთ, სტაბილურობის მხრივ გრძელვადიანი შედეგი შექმნან, მაშინ ვინმემ პალესტინელ ხალხს უნდა დაეხმაროს". - განაცხადა მან.

კომენტარები