პუტინის რუსეთი

რუსი მოხალისე, რომელიც უკრაინელ დევნილებს ეხმარებოდა პატიმრობაში გარდაიცვალა

ალექსანდრ დემიდენკო
Novayagazeta.ru

ქალაქ ბელგოროდში მცხოვრები რუსი მოხალისე ალექსანდრ დემიდენკო საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა

სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გარდაცვლილის შვილს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვს.

"ვფიქრობ, მამა თავად მოიკლა თავი, იმიტომ რომ ასეთი აქტიური და თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის მომავალში შესაძლო პატიმრობის შესახებ ფიქრი აუტანელი იყო. მას ნახევარი წლის განმავლობაში, იზოლატორში, ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და თუნდაც წიგნების გარეშე ფსიქოლოგიურად კლავდნენ". – ამბობს დემიდენკოს შვილი.

დემიდენკო 2022 წლის გაზაფხულიდან უკრაინელ დევნილებს ბელგოროდიდან უკრაინის საზღვრამდე მისვლაში ეხმარებოდა. არაერთ მათგანს ის დროებით საკუთარ სახლში იტოვებდა. 2023 წლის ოქტომბერში დემიდენკო უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როდესაც ასაკოვან უკრაინელ ქალს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.

3 დღის შემდეგ სამართალდამცავებმა დემიდენკო სახლში მიიყვანეს და მისი საკუთრება გაჩხრიკეს. ცოლმა, რომელიც ჩხრეკის მომენტში სახლში იმყოფებოდა ქმრის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი შენიშნა. მოგვიანებით Telegram არხმა Можем объяснить დემიდენკოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კაცის მთელს სხეულზე დალურჯებები ჩანს. 

ალექსანდრ დემიდენკო

დაკავების შემდეგ დემიდენკოს წინააღმდეგ იარაღის უკანანო შენახვის ბრალდებით აღიძრა სახლში, რის შემდეგაც ის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. ცოლის თქმით, დემიდენკო საკუთარ მიწის ნაკვეთზე ხშირად პოულობდა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ იარაღებს. თავად ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციისთვის ნაპოვნი იარაღის გადაცემას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო.

კომენტარები