ტრაგედია

მოზამბიკის სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, დაღუპულია, სულ მცირე, 94 ადამიანი

მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა. მომხდარს, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ამ დროისთვის, დაკარგულია 26 ადამიანი.

ტრაგედიის შემდეგ გაირკვა, რომ საზღვაო ხომალდი სათევზაო ნავი იყო და მას არ ჰქონდა ადამიანების ტრანსპორტირების ლიცენზია. 

ბორანს ქოლერას დაავადების გავრცელების გამო ადამიანები მოზამბიკის ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაჰყავდა, რა დროსაც გადაყირავდა და ჩაიძირა. 

ნამპულას პროვინციის სახელმწიფო მდივანმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბორანი იყო გადავსებული, ამავდროულად ადამიანთა ტრანსპორტირებისთვის შეუსაბამო და სწორედ ამან გამოიწვია მისი ჩაძირვა. 

კომენტარები