ტრაგედია

კანადაში გემის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

გემის ჩაძირვა
www.cbc.ca / www.cbc.ca

კანადაში გემის ჩაძირვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება. ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა.

გემი The MV Leviathan II კომპანია Jamie's Whale Watching-ს ეკუთვნოდა, რომელიც მსურველთათვის ვეშაპების დათვალიერების მიზნით საზღვაო კრუიზებს აწყობს.
კომპანიამ განცხადება გაავრცელა და შემთხვევის გამო მწუხარება გამოხატა.

ჯერჯერობით უცნობია გემის ჩაძირვის მიზეზი.

კომენტარები