ტრაგედია

პატრიარქი ამერიკელებს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

აშშ-ში, შტატ კონეკტიკუტში, 20 წლის ამერიკელმა ახალგაზრდამ, ქალაქ ნიუტაუნთან ახლოს მდებარე ”სენდი ჰუკის” საშუალო სკოლაში 25-ზე მეტი ადამიანი მოკლა და შემდეგ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ტრაგედია  14 დეკემბერს მოხდა. ორი ათეულზე მეტი მსხვერპლიდან უმრავლესობა 5-დან 10 წლამდე ბავშვია. ადამ ლენცას ცეცხლსასროლ იარაღს სკოლის დირექტორიც ემსხვერპლა. მკვლელი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა, მისი ძმა და მამა კი - ცალკე. New York Post-ის ინფორმაციით, სკოლაში სასაკლაოს მოწყობას წინ უსწრებდა დედისა და შვილის ჩხუბი. ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 წლის მკვლელი აუტიზმით იყო დაავადებული.

ამერიკელ ხალხს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გამოუცხადეს.

კომენტარები