რუსული კანონი

მეუფე იაკობი NATO-სა და EU-ზე: კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთები მიგვიღონ

ჩვენ დღეს ასეთ მძიმე სიტუაციაში არ ვიქნებოდით და არჩევანი არ გვექნებოდა, ბალტიისპირეთი როგორც მიიღეს ევროკავშირში და ნატოში, ჩვენც მივეღეთ. ხშირად გვისაყვედურია - პატრიარქსაც, მეც, უცხოელებისთვის.

დღესაც როგორ ვართ, ეს სიტუაცია ხომ არ გვექნებოდა, თავის დროზე რომ მივეღეთ. დღეს ჩვენ არავისგან დაცვა არ გვაქვს. რომ წამოვიდეს მტერი, რომელი ქვეყანა დაგიცავს? - შეშფოთდებიან და რაღაცა იქნება.

ძალიან კარგია, როდესაც საზღვარგარეთიდან  სამოქალაქო სექტორი ფინანსდება. შემოდის კანონი და ატყდა, ზოგი შეშფოთდა, NATO-ს გენერალურ მდივანზე ვიტყვი, იმან - ვეწინააღმდეგებიო. შე დალოცვილო, შენამდე რომ ნატოს გენერალური მდივნები იყვნენ, მიგვიღეთ საქართველო მაშინ. ევროპის ქვეყნები რომ წუხდებიან, თვითონ ხომ იციან, რომელი გვბლოკავდა რომ არ შევსულიყავით? ევროკავსირისკენ რომ არ გაგვეხედა? მივეღეთ და დღეს ხომ კანონებზე და რაღაცეებზე საუბარი არ გვექნებოდა. კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთები მიგვიღონ. ახლა გვაცადეთ, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. მადლიერები ვართ, რასაც აკეთებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე ჩვენი მოტანილია.  

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი აიკობი ევროკავშირსა და NATO-ს მიმართავს საკვირაო ქადაგებაზე, რომელიც ხარების დღესასწაულს უკავშირდება. 

კომენტარები