ირანი

ჯაიშ ალ-ადლის წევრები ირანელების ბაზას დაესხნენ თავს, 5 სამხედრო მოკლეს

ირანელი სამხედროები წვრთნებზე, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში, 2022 წლის 17 ოქტომბერი.
Iranian Revolutionary Guard's Ground Force via AP

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლის შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 სამხედრო და დაიჭრა კიდევ 10.

ჯაიშ ალ-ადლის წევრები 4 აპრილის ღამეს თავს დაესხნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორ ბაზას რასკსა და ჩაბაჰარში, დასახლებებში, რომლებიც სისტანისა და ბელუჯისტანის ოსტანში (პროვინციაში) მდებარეობს.

როგორც ირანის სამთავრობო მედიაში თავდაპირველად წერდნენ, მოკლულია, სულ მცირე, 8 თავდამსხმელი. შემდეგში სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულია 15 თავდამსხმელი. ამავე ცნობებით, დაღუპულ ირანელ ოფიცერთა რიცხვმა 11-ს მიაღწია.

ჯაიშ ალ-ადლი არის ექსტრემისტული სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და პაკისტანის დასავლეთში, ბელუჯისტანის პროვინციაში მოქმედებენ. 

იანვარში, ბელუჯთა დაჯგუფების მსგავსი თავდასხმის შემდეგ ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანის ტერიტორიაზე და თქვეს, რომ სამიზნე ჯაიშ ალ-ადლის განთავსების ადგილები იყო. ამას ისლამაბადთან სიტუაციის დროებითი დაძაბვა მოჰყვა. პასუხად პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე ასევე მიიტანა იერიში და განაცხადეს, რომ სამიზნე ბელუჯების დაჯგუფებები იყო.

მოულოდნელი დაძაბულობა ირანსა და პაკისტანს შორის ბელუჯების საკითხის გარშემო

 

კომენტარები