ამინდის პროგნოზი

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს. მოქალაქეებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს.

გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერია შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სააგენტოს ცნობით, ზღვაზე ვარაუდობენ 3-4 ბალიან შტორმულ ღელვას, ხოლო საღამოს საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სავარაუდოდ, სეტყვაც.

კომენტარები